სრული ტრანსფორმაცია
Service Description
ეს პაკეტი მოიცავს ბრენდის სიღრმისეულ ანალიზს, სტრატეგიულ დაგეგმვას და სრული ვიზუალური იდენტობის შექმნას, რაც ბიზნესს აძლევს ყველა საჭირო ინსტრუმენტს ერთიანი, პროფესიონალური კომუნიკაციისთვის. I. სტრატეგიული საფუძველი (ანალიზი და დოკუმენტაცია) ბრენდის არსი (Brand Essence): დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს თქვენს მისიას, ხედვას და უნიკალურ შეთავაზებას. ბრენდის ღირებულებები და არქეტიპი: ბრენდის პიროვნებისა და ფილოსოფიის იდენტიფიცირება. სამიზნე აუდიტორიის პროფილი: დეტალური ანალიზი და პროფილის ჩამოყალიბება (დემოგრაფია, ფსიქოგრაფია, საჭიროებები). ბრენდის ტონი და ენა: კომუნიკაციის ოფიციალური სტილისა და ხმოვანი სტილის (Voice Style) სტრატეგიული რეკომენდაციები. მარკეტინგული რეკომენდაციები: რჩევები სოციალური მედიისა და ელფოსტის მარკეტინგის სტრუქტურასთან დაკავშირებით. II. ვიზუალური იდენტობის შექმნა (დიზაინი) ლოგოს დიზაინი: 2 კონცეფციის შემუშავება და საბოლოო ვარიანტის სრული ფაილური მასალების (ვექტორული და სხვა ფორმატები) გადმოცემა. ფერისა და ფონტის პალიტრა: ძირითადი და დამხმარე ფერების (HEX, RGB, CMYK კოდებით) და ოფიციალური ფონტების შერჩევა. Brand Guide (ბრენდის გამოყენების ინსტრუქცია): კომპაქტური დოკუმენტი, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ლოგო, ფერები და ფონტები სხვადასხვა პლატფორმაზე. სრული ვიზუალური იდენტობა: დიზაინის, ტონისა და სტილის ერთიანი სისტემის შექმნა. სოციალური მედიის ბიოს ოპტიმიზაცია: პროფილის ტექსტების სტრატეგიული შემუშავება. III. მარკეტინგული ინსტრუმენტები (დამატებითი ღირებულება) კონტენტ შაბლონები (5 ერთეული): ბრენდირებული, რედაქტირებადი დიზაინის 5 შაბლონი (მაგალითად, 3 Instagram პოსტი, 1 Story და 1 Facebook ბანერი). (ეს არის 3-ის ნაცვლად 5). ბიზნეს ბარათის დიზაინი: 1 კონცეფციის შექმნა ვიზუალური იდენტობის საფუძველზე, რომელიც მზად იქნება საბეჭდად.
Contact Details
+995 599 42 32 33
saltinfo15@gmail.com
1 Sofrom Mgaloblishvili St, Tbilisi, Georgia